სიახლეები აპრილი 2012 წელი » LEQSEBI.NET - ლექსები, პოეზია,სიყვარული
მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო

LEQSEBI.NET - ლექსები, პოეზია,სიყვარული » სიახლეები აპრილი 2012 წელი

ავტორი: Danke
Alucha / ალუჩა



ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები,
თებერვალია, შენ კი თითქოს ზამთარს გვპირდები,
ჯერ ისევ ისე ზამთრის ქარი დაფორიაქობს,
მოხდება ასეც:
თოთო კვირტებს უცებ მიათოვს…
და მაგ სილურჯეს აპრილამდე ვეღარ მიიტან
და ყვავილობა გაგიქრება ზღაპარივითა.
… ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები.
შენი ყლორტები
ისე ჩვილი
ისე სუსტია,
ვეღარ გაუძლებს დღეებს სუსხიანს.
ფრთას დაგატოლებს უცაბედად სუსხი თებერვლის
და ვერ დაგიცავ.
ვერ გაგათბობ სულის შებერვით.
გაგიხუნდება ნაადრევად ფარჩის პერანგი,
ნეტავ შემეძლოს ისევ ახალს შეგიკერავდი.

ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები.

ნოდარ ნარსია
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2085

Leqsebi Maisze /ლექსები მაისზე



მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.

ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2109

კატეგორია: ლექსები
mrwamsi / მრწამსი




მწამს მამა ღმერთის ძლიერი
მთელი სამყაროს მპყრობელი
ხილულ და არა ხილულიs
ყველა სულდგმულის მშობელი
აქვე უფალი ძე ღვთისა
ქრისტე სულისგან ხმობილი
ნათელისაგან ნათელი
ჭეშმარიტ ღმერთის შობილი
ერთ არსი მამიs არ ქმნილი
განკაცდა გახდა ეული
ხორცი სულისგან შეისხა
გამჩენიs,დედა ქალწულში
გაჩნდა, უგნურმა შერისხა
ჯვარს აცხეს გახდა ჯვარცმული
ძალზედ აწამეს, დაეფლო
გახდა ცოცხლადვე ტანჯული
იმ დღიდან, მესამე დღესა
კვლავ აუძგერდა მას გული
აღსდგა ზეცაში ამაღლდა
მამის მარჯვენით ჩამოჯდა
სადაც თავს გრძნობდა ლაღადა
ქვეყანას კვლავ მოევლინა
განსჯითა მაცხოვარისა
ამ ქვეყნად მისი სუფევა
გახდა სინათლე თვალისა
სული წმინდა და უფალი
მამისგან გამომავალი
თაყვანი ვცეთ და ვადიდოთ
თვით აწმყო და მომავალი
ვაშენოთ ღვთის სალოცავი
ეკლესია და ტაძარი
ცოდვათა მისატევებლად
გული მუდმივად მზად არი
ქრისტეს აღდგომას ვზეიმობთ
მართმადიდებლის წესია
სამების ხატზე ვლოცულობთ
მორჩილნი და ეკლესია .
ანზორ გოთუა
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1111

siyvaruli / სიყვარული



სულ მაფიქრებდა მე ეს სამყარო
მრავალი აზრით თავბრუხვეული
სადაც არსებობს ადამიანი
დიდი გრძნობებით გაბრწყინებული

ყველას როდი აქვს პიქრი მთვარეზე,
და ან ვის ესმის სიტყვები წვიმის,
მე დავინახე ეს შენს სახეზე,
და უშენობა ძალიან მიჭირს.

ნეტავ შემეძლოს, უცებ წავშლიდი,
თვალებს, რომელიც მუდამ თან მახლავს,
რას ვიფიქრებდ თუ მისი ცრემლი,
მე ჩამძირავდა ასე თანდათან.

სასაცილოა რომ უფიქრდები,
რისთვის არსებობ და რისთვის ცხოვრობ,
შენ მოგიძღვენი ეს დიდი გრძნობა
ის შენ მოკალი, ახლა კი გლოვობ.

ეხლაც ლექსებს ვწერ დაბრმავებული,
გული მკარნახობს, სულელი გული,
შენი გაცნობის დღიდან წვიმს ჩემთან
ეცლაც არ არის გადაღებული
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3064

Me Davibade Aprilis Tveshi - Leqsi mewyeri/ მე დავიბადე აპრილის თვეში - ლექსი მეწყერი


მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2416

vulgaruli da erotiuli leqsebi / ვულგარული და ეროტიული ლექსები



თუ ქალის სხეულს არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკოცნია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქვნი
თუ გრძნობის ოფლი არა გდენია
თუ ფეხებამდე ქალს არ ჩახედავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ არ გაათევ ტკბილ ღამეს თეთრად
ჭიდილში სული არ აგზვრენია
ბროლივით სხეულს თუ არ დალეწავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ ხშირი სუნთქვით შეხებას ვერ გრზნობ
და ქალის კვნესა არა გსმენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 9002

Leqsi Qartul Enaze / ლექსი ქართულ ენაზე


ლადო ასათიანის უკვდავი ლექსი "ქართულ ენაზე"


საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! ...

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 10391

Leqsebi Dedaenaze / ლექსები დედაენაზე






ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა !
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 17375

Saagdgomo Leqsebi / სააღდგომო ლექსები


სააღდგომო ლექსები , რატი ამაღლობელის "სააღდგომო აღსარება" და სხვა ლექსები
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 9093

Megobruli Statusebi / მეგობრული სტატუსები


სტატუსები მეგობრებზე და მეგობრების შესახებ, დაიწერე ეს სტატუსები და დააფასე მეგობრები ფეისბუქზე თუ სხვა სოციალურ ქსელზე...

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 22809

Sasiyvarulo SmS / სასიყვარულო სმს



იფიქრე იფიქრე რადგან
ფიქრში არსებობს სიყვარული
გიყვარდეს რადგან,
სიყვარულში არსებობს სიცოცხლე,
იცოცხლე რადგან სიცოცხლეში ვარსებობ მე.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 6801
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 92
კომენტარები: 14

REMARQUE 20 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 79
კომენტარები: 4

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 25
კომენტარები: 0

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 5 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14

guramii 16 იანვარი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 20
კომენტარები: 0
რეკლამა
პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    აპრილი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
LAN.GE
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., 8, :), anuki, deda, dedaze, jokonda, lado, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, monatrebaze, poezia, siyvaruli, siyvarulze, statusebi, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, დღის, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მოთხრობები, ნინო მაჭავარიანის პოეზია, ნოველა, ოცნება, პოეზია, საბავშვო, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


მაისი 2013 (22)
აპრილი 2013 (25)
მარტი 2013 (81)
თებერვალი 2013 (96)
იანვარი 2013 (66)
დეკემბერი 2012 (51)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი
MzaSaitebi.Com