მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო

LEQSEBI .NET - ლექსები, პოეზია,სიყვარული » ლექსები » saaxalwlo leqsebi - საახალწლო ლექსები -sabavshvo leqsebi zamtarze

კატეგორია: ლექსები, ლიტერატურა, ლექსი, საბავშვო ლექსები, საახალწლო ლექსები
 (ხმები: 378)
saaxalwlo leqsebi - საახალწლო ლექსები -sabavshvo leqsebi zamtarze


მიყვარს ზამთარი! მიყვარს თოვლი ქათქათა, სუფთა,
თეთრი ფიფქების ჰაეროვნად მიყვარს ფარფატი,
მიყვარს ნაძვის ხე, მისი მორთვა ჭრელი ბურთებით
და გოზინაყი, მთელი წელი ასე ნანატრი.

მიყვარს ზამთარი, მიყვარს თოვლი, ფიფქების ცეკვა,
თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები,
არ დაგიმალავთ, საჩუქრების მიღებაც მიყვარს
და თოვლის ბაბუს შორი გზიდან ბავშვივით ველი.

რატომ ზამთარი? იმიტომ, რომ ქუჩაში ცივა,
მე კი საბანში გახვეული, სიზმრებით ვთბები,
მიყვარს გალობა შობის ღამეს გულს, რომ გაათბობს,
შეძახილები, როცა ახალ წელს ვხვდებით!

ზამთრის ხმაც მიყვარს! ღამე სტვენით ფიფქებს გაფანტავს,
მძივად ასხმული ლოლოების წკრიალი ქარში,
მიყვარს ხრაშუნი თოვლზე დადგმულ ნაბიჯს, რომ ახლავს,
და საახალწლო ფეირვერკის ქუხილი ცაში!

მიყვარს ზამთარი იმიტომ, რომ მოაქვს იმედი,
დღესასწაულის მოლოდინი ნამდვილი, წრფელი,
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მეკვლე მოვიდა,
ფეხბედნიერი ყოფილიყოს დამდეგი წელი!

----------------------------------------------

მიხარია, რომ ახალ წელს სინათლეა ყველა სახლში,
ციმციმებენ შუშხუნები, ფეირვერკსაც ნახავ ცაში,
განათდება ყველა ქუჩა, ცისარტყელას შვიდი ფერით,
აინთება ნაძვის ხეზეც ნათურები ნაირფერი.

არ დავმალავ ზამთრის ყინვას მირჩევნია გაზაფხული,
თოვლის ფანტელს, მშვენიერი ყვავილების თაიგული,
მაგრამ ნახე, საახალწლოდ აციმციმდა არემარე,
მზადებაა ყველა სახლში, მეც ამიტომ გავიხარე.

სასწაული გინდა ნახო? ეს ადვილი იქნება,
დაიჭირე თოვლის ფიფქი წყლის წვეთებად იქცევა,
ზამთარია, სიცივეა,ყინვამ წყალი გაყინა,
მაგრამ ნახე თეთრი თოვლი რა ლამაზად დაფინა.

--------------

დამესიზმრა ნაძვის ხე,
საახალწლო მზადება
საოცარი სიზმარი
ვფიქრობ მალე ახდება,
აი, გესმის სადღაც
შორს შრიალებენ ნაძვები,
ხედავ თოვლმა მთა და ბარს
გაუთეთრა კალთები,
მოფარფატე ფიფქებიც
მხიარულად მღერიან
-მოგილოცავთ იხარეთ
დღეს ახალი წელია!


(გოგოებს)

მე ფიფქების ფერია ვარ
ფანტელებით ზეცას ვხატავ,
მოციმციმე თეთრი თოვლით
არემარეს მოგიხატავ,
თეთერი ქურქით გამოვაწყობ
ყველა ფერდობს,ყველა მდელოს,
არ დავტოვებ არც ერთ ქუჩას,
შეგიღებავთ თეთრად ეზოს.


თოვლი ფარავს ტყეს და მინდორს,
თოვლის ფიფქი ფარფატა,
მეც თოვლივით თეთრი ვარ,
და თოვლივით ქათქათა,
საახალწლოდ გპირდებით,
ნამდვილ ნადმს გავმართავ,
ბამბის ნაყინს მოგართმევთ
ცოტას სახლშიც გაგატანთ.

მართალია ზღაპარში ცოტა ბრაზიანი ვარ,
ცოტა ცივი ამაყი, თოვლის დედოფალი ვარ,
მაგრამ ზამთარს უჩემოდ ხიბლი დაეკარგება,
ციგურები, ციგები აღარ გამოგადგებათ.
მე, რომ არა ვინ მორთავს სახურავის ბოლოებს?
ვინ დააბნევს მძივივით მოციმციმე ლოლოებს?
ამიტომაც ბავშვებო საახალწლოდ გეწვევით,
ხალიჩას ნუ დამიგებთ დამიდნება ფეხები.

სახლი უნდა დავალაგო,
ნახეთ ყველგან მტვერია,
წუთსაც ვერ დავისვენებ
დღეს ახალი წელია.
ნაძვის ხეა მოსართავი
დილით ადრე ავდგები,
გოზინაყი უნდა დავჭრა,
გამოვაცხო ნამცხვრები,
კაბას უნდა დავაკერო
ოქროსფერი ბაფთები,
თოვლის ბაბუს ახალ წელს
მეც მორთული დავხვდები.




გადმოიწერე : saaxalwlo leqsebi - საახალწლო ლექსები -sabavshvo leqsebi zamtarze


ტეგები: saaxalwlo leqsebi, საახალწლო ლექსები, sabavshvo leqsebi zamtarze, ლექსები ზამთარზე, leqsebi, საბავშვო ლექსები

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 10972 | დამატებულია: 30-12-2012, 17:40
გაზიარება
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    აგვისტო 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)
თებერვალი 2014 (26)
იანვარი 2014 (30)
დეკემბერი 2013 (45)