vulgaruli da erotiuli leqsebi / ვულგარული და ეროტიული ლექსები » LEQSEBI.NET - ლექსები, პოეზია,სიყვარული
მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო

LEQSEBI.NET - ლექსები, პოეზია,სიყვარული » ლექსები » vulgaruli da erotiuli leqsebi / ვულგარული და ეროტიული ლექსები

კატეგორია: ლექსები, ლექსი, ლექსები სიყვარულზე, სასიყვარულო ლექსები, პოეზია
 (ხმები: 12)
vulgaruli da erotiuli leqsebi / ვულგარული და ეროტიული ლექსები



თუ ქალის სხეულს არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკოცნია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქვნი
თუ გრძნობის ოფლი არა გდენია
თუ ფეხებამდე ქალს არ ჩახედავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ არ გაათევ ტკბილ ღამეს თეთრად
ჭიდილში სული არ აგზვრენია
ბროლივით სხეულს თუ არ დალეწავ
სხვა უკეთესი რა გიგემია?
თუ ხშირი სუნთქვით შეხებას ვერ გრზნობ
და ქალის კვნესა არა გსმენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს
სხვა უკეთესი რა გიგემია?



****************


ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად



****



კოცნა პოეტურად?
ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას
და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს.
მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება
და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ.
კოცნა პოეტურად?
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ,
ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით,
კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე
და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი.
კოცნა პოეტურად?
თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები
და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან,
ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა,
შემდეგკი გნებდება და ვეღარ ურჩდება.
კოცნა პოეტურად?
არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია,
დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე -
თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის
და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ.



****



ვისია ნეტავ ეს ქალი,
ვის მკლავზე უდევს თავიო.
დავაცხრებოდი ვნებითა,
როგორც ლეშს კორტნის სვავიო.
შევცურდებოდი მის მკერდში,
როგორც ტალღებში ნავიო
ამაზე ფიქრით ლამაზო,
სულ მთლად დავკარგე თავიო.
შენი სურვილი მაგიჟებს,
მიტომაც გავხდი ავიო.
სადმე არ გადამეყარო,
ვეღარ გიშველის ქმარიო



****



ველური მზერით გიყვარს თამაში....
ჩემს წინ ამაყად , ნებივრად დგომა...
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა....
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ როგორც ჩანჩქერი
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი!
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ველურ კოცონად!
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც სიმწიფით გულაბ მსხალს კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად,
შენი ლამაზი, ღვთიური ტანი...
მოდი! იხუვლე, ნაპირს გადმოდი
თავდავიწყებას რადგან მპირდები,
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით!



****



ცამდე ატოტილი,ვნებით გაპოხილი
შენი ნაზი ტანის ჩუმი ნარნარია
შენი სილამაზე,წვივიდან წარბამდის
ლურჯი სილაჟვარდის და მზის სადარია
ტოტებდახუნძლული,ნაყოფგადამსკდარი
შენი მკლავების და მკერდის ხანძარია
შენი გაღიმება,წითელ ტუჩთა ბზარი
ქვაზე დამსხვრეული ლალის სადარია
ქარით დაზნექილი ხეთა განაბწკარი
შენი წაბლისფერი წამწამთა ჯარია
გვერდი ჩამიარე,ლექსი მოგიძღვენი
გულმა დაიკვნესა: ღმერთო,რა ქალიავ




გადმოიწერე : vulgaruli da erotiuli leqsebi / ვულგარული და ეროტიული ლექსები


ტეგები: ეროტიული ლექსები, ვულგარული ლექსები, სექსუალური ლექსები, ეროტიკული პოეზია, ვნებიანი ლექსები, erotiuli leqsebi, vnebiani leqsebi, ვულგარული ეროტიული

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 9026 | დამატებულია: 12-04-2012, 20:22
გაზიარება
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 92
კომენტარები: 14

REMARQUE 20 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 79
კომენტარები: 4

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 25
კომენტარები: 0

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 5 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14

guramii 16 იანვარი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 20
კომენტარები: 0
რეკლამა
პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    მაი 2013    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
LAN.GE
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

MzaSaitebi.Com