მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


გაზაფხულის მანდილს შემოვიხვევ მკერდზე.
იასამნის ფიქრებს შემიმოსავს ქარი.
აპრილისფერ გრძნობით,მძივს ავასხამ ცრემლზე.
გულწრფელ ამბორს გიძღვნით სიყვარულით მთვრალი.
შეარხია ნამმა ოცნებების ტოტი...
სურნელებამ სითბო დამახვედრა კართან...
აირია დარი...დააყენა შფოთი...
ლოდინს აპრილური ოცნებები ახლდა.
გაზაფხულდა,ხეთა-შემეყარა გრძნობა...
გულმა იასამნებს გაუმხილა ფიქრი.
მომენატრა სულთან ყვავილების თოვა...
გადავფურცლე ისევ სიყვარულის წიგნი.

ავტორი ნინო მაჭავარიანი
09.04.13წელი.
გაზაფხულს...ლექსი სიყვარულზე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1316

აპრილმა შემომიღო კარები.
სისათუთით მომანათა მზერა.
ამირია ავდრები და დარები...
იასამნის ამბორებმა სველმა.
შემაყვარა უცნაური ქარები...
შემირყია სული თითქოს სევდმ.
შემეფეთა მოციმციმე თვალებით
მაცდურება აპრილისფერ ხეთა.
სიყვარულით უცაბედად ავცეტდი.
აპრილური მომერია გრძნობა.
იასამნის სილაღეში დარჩენილს,
დამავიწყდა ჩემი შემოდგომა.

ავტორი ნინო მაჭავარიანი.
27.03.2013წელი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 507

გაზაფხულია,კამკამებს ზეცა,
და შრიალებენ ტყე,მინდორ-მთები,
ყველა სულდგმული სითბოსგან ტკბება,
და მეკი ამ დროს ტანჯვისგან ვთვრები.
მე დავფარფატებ ღონე მიხდილი,
რისთვის დავდივარ ძვირფასო ზეზე?
სიცოცხლე ჩემთვის მოწამლულია,
და არსებობა ბრწყინვალე მზეზე.
მცენარეები გაღვიზებულნი
ყვავილობენდა თან შრიალებენ,
და შორი მთები თოვლიანები
მზის სხივზე თოვლს აბრჭყვიალებენ.
ნიავის გამო ეს ყვავილები,
ზოგი ძირს წვება-მაღლა ფრინდება
მე მათი ფერფლით დავიფარები
თვალი შორს სივრცეს გაეკიდება.
ირგვლივ გართობა წკრიალა ხმები,
ჩემში ბინადრობს ზამთარი ბნელი,
სასწაულებრივ მხოლოდ ოცნებით
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გელი.
გაზაფხულია ბედნიერების
არეს სიმღერის ხმები ედება,
ჩემში კი არის მწარე ცრემლები,
და დაკარგული ბედნიერება.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 277

მე არ მოვტაცებ
ყვავილებს სურნელს
არ მინდა უცებ
დაუსკდეთ გული
ჩემი თბილისის
პატარა ქუჩებს
ჩამოვივლიდი
კეთილი გულით
ტეგები: me ar movtaceb.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 845

ეს ზამთარი აღარ მიდის,
თავისი დრო გაწელა,
გაზაფხული აღარ მოდის,
შემოდგომამ დაწყევლა.

ყოველიდღე ერთმანეთს გავს,
არც ცივა და არც ცხელა,
მე ზაფხულსაც ველოდები
და არც ამის არ მჯერა.

ეს უაზრო ამინდები,
საშინელი განწყობა,
მის ლოდინში ვერ მშვიდდები
მიწევს ქარით დათრობა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 886

მადლობთ რომ კითხულობთ ამ ლექსს თუ აზრს ჩაწვდებით უეჭველი ცრემლი ბაგეებს დასცდებათ...

ყაყაჩოები ჰყვავიან, ყაყაჩოები ჭკნება
ახალგაზრდული წლებიც მიდის, თანდათან ჰქრება,
ვინ გააცოცხლებს დამჭკნარს ყაყაჩოს, ვარდს და იას.
ვინ დააბრუნებს წარსულს დღეებს ბედნიერს,მზიანს
დრო უსასრულოდ მიჰქრის,სანთლები იწვის დნება,
ჩვენი გავლილი წლები წუთიერ სიზმრად რჩება,
სიცოცხლისადმი წყურვილი არის უშრეტი ვნება
ყაყაჩოები ჰყვავიან,ყაყაჩოები ჭკნება...
სადღეგრძელოც...
ამ სასმისით სავსე ღვინით
მსურს სიცოცხლის დღეგრძელება
რომელიც რომ ყვავილივით
ყვავილობს და შემდეგ ჭკნება
ტეგები: sevdiani leqsebi.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2645

ჩემო შავო მერცხალო


უშენოდ რა ფასი აქვს
საშევარდნოსა მაღალ სერს,
შენმა ხმებმა ეს მთები
სხვა სიცოცხლითა აავსეს,
შენმა ფრთებმა ეს მთები
უფრო მაღლა ასწიეს,
უშემოდ რა ფასი აქვს
ქორეთსა და პასიეთს,
უშენოდ რა ფასი აქვს
ჩემი სახლის აივანს,
ჩემო შავო მერცხალო
ვინც ქვას გესვრის,
ვაი მას!
ტეგები: საქართველო.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 449

ავტორი: atinati
პეპლის ფრთებივით ლამაზია აპრილის თოვა,
ყვავილის გვირგვინს შემომწირავს მაისის დარი.
მწვანე მინდორში ჩაკერილი ღიღილოს ღილი
და აწყვეტილი მზის სხივების თამაში ბაღში.
ეს უჩვეულოდ ჩვეულია ოთხ დროში ერთის.
მეც უჩვეულო სითამამე ვიპოვე ჩემში,
გამიფერადდა ჩარჩოებში ფერმკრთალი ხედი
და სიცოცხლეში სხვა სიახლით უფრორე ვტკბები.
ხის ძირას ყვავილს შერჩენია წუხელის ცვარი
ხელებზე ვგრძნობ რომ ამედევნა სურნელი ნამის.
ჭიამაიებს ამოეცნოთ ამინდი ხვალის
და ჩემს გულებზე სიარულიოთ დაკარგეს თავი.
მეც დავაბიჯებ ცივი მიწის ვიხუტებ სითბოს
და ჩამავალი მზის სხივს,უკანასკნელს
თვალებით ვიჭერ.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1176

დარაბებს მიღმა გაზაფხულია


დაიმახსოვრე,როდესაც გტკივა
და როცა გრძნობა თავგასულია,
როცა თოვლია გარეთ მუხლამდე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის,
როცა აზრები გადართულია,
როცა ვერ ხედავ და გენატრება,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 4020

ამ სიჩუმეში ვარდობისთვე როგორ აყვავდა,
ისე, უბრალოდ კვირტებიან ქუჩას მივყვები,
შენზე ფიქრები ტკივილებად როგორ დახვავდა,
ასეთი შორი, შეშლილივით რატომ მინდები.
ნუშის მკლავებზე გადაწვება ღამე საცაა,
მე შენთან მოვალ ნაყვავილარ ხეთა ხმაურში
და უშენობამ გაზაფხული თუ დამაცადა,
ამ სიმარტოვის მრუმე ბილიკს უტყვად ჩავუვლი.
ქედმოდრეკილი ლერწმის ტოტი ჩემსკენ იხრება,
ბაგეზე კოცნით ჩამივლიან ვიცი ქარები,
ყველა აპრილი შენი გულის გზისკენ მიმყვება,
ყველა მაისში მე თავიდან შემიყვარდები.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1485

Leqsi Imeretze / ლექსი იმერეთზე 


ძალიან კარგი ლექსი საქართველოს ულამაზეს კუთხეებზე , იმერეთზე , სამეგრელოზე , გურიაზე , ქარლთ-კახეთზე , მესხეთ-ჯავახეთზე

მიწავ ჩემო


შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვაროლო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ - კახეთო,
მესხეთ - ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 7891

26 maisi / 26 მაისი


სიახლე..ახალი ლექსი..ეხება 26 მაისს! ))


საქართველომ წლების წინ,მოიშორა ბორკილი,
თავისუფლება იპოვა და დაიწყო ბოგინი,
ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა,მიათრევდა ტანჯულ წლებს,
მაგრამ წინ ვერ მიიწევდა, მიეჯაჭვა ამ ცუდ გზებს.

საქართველო გაიყინა,ვერ დაიძრა ვერაფრით,
თან ბევრი დრო დასჭირდა,რომ გახსნოდა გზა-კვალი,
ომამდე ის მიღოღავდა,მას ვერ სცნობდა ვერავინ,
სასწაულიც მერე მოხდა,მერე გვიცნობს ყველანი.

თავისუფლებისთვის მებრძოლს,მიეშველა სხვა ხალხიც,
საქართველო ეს ლამაზი და ნაქარგი,რომ არის,
ყველამ ერთად ამოწიეს,ამოქაჩეს ძალითა,
წინსვლისათვის დაეხმარნენ,გზა უჩვენეს ნებითა.

არ ვიცოდი,მოკლე დროში თუ რა შეიძლებოდა,
გონზე მოსვლა ვერ მოასწრეს,სასწაული ხდებოდა,
ორ სამ წელში ყველაფერმა,სახე ისე იცვალა,
ვერც კი ხვდები სიზმარია,თუ ნამდვილი ქვეყანა.

დღეს ხომ მაისის თვე არის,რიცხვიც 26_ია ,
თანაც დემოკრატიისთვის ყველაფერი რიგზეა,
ამ თვეში და თან ამ რიცხვში,ჩვენ ვზეიმობთ ყველანი,
რადგან თავისუფლებისთვის,სიცოცხლესაც ვწირავდით.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2589

ავტორი: Danke
Alucha / ალუჩა



ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები,
თებერვალია, შენ კი თითქოს ზამთარს გვპირდები,
ჯერ ისევ ისე ზამთრის ქარი დაფორიაქობს,
მოხდება ასეც:
თოთო კვირტებს უცებ მიათოვს…
და მაგ სილურჯეს აპრილამდე ვეღარ მიიტან
და ყვავილობა გაგიქრება ზღაპარივითა.
… ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები.
შენი ყლორტები
ისე ჩვილი
ისე სუსტია,
ვეღარ გაუძლებს დღეებს სუსხიანს.
ფრთას დაგატოლებს უცაბედად სუსხი თებერვლის
და ვერ დაგიცავ.
ვერ გაგათბობ სულის შებერვით.
გაგიხუნდება ნაადრევად ფარჩის პერანგი,
ნეტავ შემეძლოს ისევ ახალს შეგიკერავდი.

ჩემო ალუჩავ,
გაგიშლია ადრე კვირტები.

ნოდარ ნარსია
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3070

Leqsebi Maisze /ლექსები მაისზე



მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.

ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!
ერთად გააღო ცამ შვიდი კარი
და ზღვას სარტყელად გადაუარა.

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3152

Me Davibade Aprilis Tveshi - Leqsi mewyeri/ მე დავიბადე აპრილის თვეში - ლექსი მეწყერი


მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 4048
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    ნოემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


ნოემბერი 2014 (1)
სექტემბერი 2014 (1)
აგვისტო 2014 (2)
ივლისი 2014 (1)
ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)

ინფორმაცია:


მთავარი გვერდი
რეგისტრაცია
ახალი პოსტები
სტატისტიკა
კონტაქტი