"შენზე ვოცნებობ და თითქოს გხედავ,"
აქ ყველგან ირგვლივ თეთრი ბოლია,
ტერენტი გრანელს მივბაძავ ეხლა
და გავფრინდები როგორც თოლია.
თუ სადმე წავალ, შენც თან წაგიყვან
მე ხომ უშენოდ ვერ ვერსად,
ავხორცს დავტოვებთ დედამიწაზე
წყნარად მივანდობთ ჩვენ სულებს ზეცას.
აქ ყველგან ირგვლივ თეთრი ბოლია
აი დავდექით უფსკრულის ხაზთან
შენ მე მშორდები და მიიჩქარი
თურემ მიდიხარ სამოთხის კართან
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 94
ვსუნთქავ და გხედავ მე პირამიდად,
შენში მე მოვკვდი და დავიმარხე,
გხედავ და მტკივა ისე მე რაც მინდა
და ამ ტკივილში მე ჩავიმარხე.
ეს არის ჩუმი ელვარე ლტოლვა
და ოცნებები მახინჯი კაცის,
თვალებზე ცრემლი და ბობოქრობა
შენში ნანახი ლამაზი ქალის
და კიდევ ერთხელ მე წამოვდგები,
სარკოფაგიდან ავდგები ნელა,
მე გავიქცევი ჯადოსნურ ზღვასთან
ალბათ იქ სადაც არასდროს ბნელა
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 136
გახსოვს გითხარი მიყვარხართქო და,
შენ ყურიც კი არ მომაპყარი,
შენს გვერდით წამით ყოფნა ისე მინდა...
თან სათქმელით დამიმძიმდა მხარი.
მითხარი : "მეგობარი ვარ შენი".
და არაფრად არ ჩააგდე ეს,
მაგრამ ისეთ სიყვარულს რა ვუთხარი
მეგობრობიდან რომ არ იწყებოდეს.
პასუხს ველოდები შენსას მაგრამ აზრი აქვს კი ამას
(რამე)
მე კი დაგიმტკიცებ ჩემსას...
ამ დროს სიმარტოვე ჩემი და ეს უსასრულო
(ღამე)
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 216
შენ ლოცულობდი მონასტრის კართან
ცოდვების გამო ვერ შედიოდი,
ცივი ქარი და ელვარე წარღვნა
და ამ ყველაფრით მე მოვდიოდი.
შენ არც გრცხვენოდა ხელებგაწვდილი
ითხოვდი შველას და პატიებას,
მე კი ოცნებით შენგან დაცლილი
არ გპატიობდი შენ განრისხებას.
ოფლმაც დაგასხა, სირცხვილის წვეთმა,
ცამ წამოიღო სეტყვა ძლიერი,
მონასტრის კართან, ცრემლების კარგვა
და შენი სული სულმთლად მშიერი
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1526
საოცარ სიყვარულს ზეცაში ავიტან
მივართმევ წმიდანებს, შემოსონ კურთხევით,
იცი, მარტოობას ვეღარ გადავიტან
ვგიჟდები,გეძებდი, სიზმარში წუხელი.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1435
შენს ტკივილს, თვალებს,
ცრემლიანს ცხარეს,
მე ყოველ ღამე
ვუნახავ მთვარეს,
არვიცი რატომ,
არვიცი რისთვის,
მე ისევ მოგდევ
შენ კი არ მიცდი.
მწუხარე ღამეს,
მზის სხივი დაჰკრავს,
შენზე ოცნებას
ვერ გამიქარცწყლებს,
ის უფრო მეტად
ჩაჰბერავს ჩემში
იდუმალ აზრებს
სევდიანს ცხარეს,
რატომ არ ვიცი
შენ ისევ აქ ხარ,
ჩემში ცოცხლობ და
ხანდახან კვდები,
როგორც ვარსკვლავი,
თავის ურჩ მთვარეს,
მიჰყვება მისდევს
და თან ვერ ერწყმის...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1666
დამპალ აზრებს სიტკბოსაგან
კვლავ განვიცდი ყოველ ღამე,
მე ეს ფიქრი არ მაძინებს
შენ ჩემთან ხარ როგორც მთვარე.
უღიმღამო ვარსკვლავები
მოფანტული არე მარეს,
მეხმარება ოცნებაში
ჩუმად მითხრის ტკბილ სამარეს.
ველოდები მე დღეს ქარებს,
ნელა ვდგები ვაღებ ფანჯრებს,
ნუთუ ქარი შეძლებს ამას
დამიხურავს გულის კარებს.
მაგრამ არა! ქარი ვერ მძლევს,
მას მე ვჯობნი შენზე ფიქრით,
იმ ლამაზი ოცნებებით
ყოველ ღამე რომ განვიცდი.
და მე მაინც დამპალ აზრებს,
სიტკბოსაგან დამწვარ განცდებს,
სხვას არავის არ გავატან
შენ ჩემთან ხარ ყოველ ღამე.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 538
მიყვარხარ,როგორც წმინდანებს უყვართ ღმერთი
ჩემს სულში დაგიდგი ყველაზე დიდი კერპი
გიწამეთ მხოლოდ შენ,სამშობლო,დედა და იესო
ხალხი აღშფოთდა მოკვდავი როგორ ატარებს
ასეთ სიყვარულს ძლიერსო
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2743
კვლავ გამახსენდი ამ ლამაზ ღამეს
ნათლად ვიხილე შენი ხატება,
ვცდილობ დაგხატო მაგრამ, რა მომიდის
ეგ, სიმაზე არ იხატება.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1597
სიცოცხლის შემდეგ, უთუოდ მოვალ
წითელ ვარდებად ლურჯ ენძელებად,
თუ გაზაფხული უჩემოდ მოვა
დავბრუნდე შენთვის,არ მეძნელება.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1488
იცი?...ყველაზე ძლიერ შენ,მენატრები.
არ მინახიხარ თითქმის სამი წელიწადია,
იცი?...ყოველ გაზაფხულს უშენოდ ვხვდები
და ამ,ლოდინში წლები გადიან.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1159
მე,თქვენ მიყვარხართ მისის,
თუმცა, ქმარი გყავთ უკვე.
მაგრამ,არა ხართ სხვისი
ამ, გულს იარებს უხვევთ.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 845
რა გითხრა არ ვიცი...
გთხოვ ნუღარ დამიცდი,
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1070
სულ ერთი კვირა ვერ გნახე
და საუკუნე გავიდა,
შენ მე დამიგე დღეს მახე,
შენი თვალები გათბილდა.
აღარ ვუყვარვარ შენ ღიმილს,
რადგან ვერ ვხედავ სახეზე
როგორ იცველბა ოთხი დრო
შენ ლამაზ სახის ბაგეზე.
რაღაც სიცივეს კი ვგრძნობდი
მაგრამ მე მაინც მცხელოდა,
რადგან მე ვგრძნობდი მომავალს,
რომ გაზაფხული მელოდა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 855
მიყვარხარ
მიყვარხარ გეტყვი,
ბოლომდე გეტრფი,
და ამ სიყვარულს არავის ვეტყვი,
მიყვარხარ ჩემო რაგა ვთქვა ღმერთო,?
თუნდაც გავიდეს წლები მრავალი,
და მე ამ წლებმა სრულად შემცვალოს,
თმა შემითეთრდეს,ფერი მეცვალოს,
და მაინც გეტყვი ისევ მიყვარხარ,
ახალგაზედულად გიმზერ მე მარტო,
წლები ხომ იცი ვერას დამაკლებს,
მე შენს სიყვარულს ისევაც ვატარებ,
მაგრამ რომ ვაი სიბეე მებრძვის,
და სანატრელო მალე მოვკვდები,
და ბოლო სიტყვას მიყვარხარ გეტყვი,
სული აღმომხდეს და ასე ვკვდები,,,
დათო წიკლაური.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1431