კომენტარები: 0 | წაკითხვა: 158
ბავშვობა
მომენატრება ჩემი ბავშვობა
ჩვეულებრივი სიცელქე ბავშვის
ანდა თამაში დახუჭობანა
ერთი,ორი და ბავშვობა გარბის
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 437
შეიძლება აზრი ვერ გამოიტანოთ პირველი თავიდან მაგრამ მგონია რომ კარგი გამომივა ,, გთხოვთ კომენტარები არ დაიშუროთ
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 210
მინდა იქ,სადაც საათის წიკ-წიკი არ ისმის,
იქ მინდა,სადაც გრძნობები სიტყვებით არ ითქმის,
სადაც ზღვა საამმოდ თბილი და მშვიდია,
იქ მინდა,სადაც მწარეც კი ტკბილია.
სადღაც იქ,სადაც მწველი მზეც გამათბობს,
იქ მინდა,სადაც მზის ჩასვლაც დამატკბობს,
იქ,სადაც არ იციან საათი რისია,
სადაც არასოდეს არაფრის შიშია.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 218
ოცნება,ფიქრში ჩუმი ზმანება,
იქნებ,მომავლის რწმენა,
სიზმრები,ნატვრა და ნეტარება,
რომლისაც დღემდე გჯერა.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 92
ჩემსავით ვინ შეძლებს ატაროს სევდა,
ანერვიულოს საბრალო დედა,
ასე უყვარდეს, ენატრებოდეს,
და მუდამ სხვასთან ეჩქარერებოდეს,
გრძნობებს აფრქვევდეს უაზრო ლექსად,
ვერ პოულობდეს ის რითმას ვერსად,
გაუღიმებლად ასე იცინოს,
დაუძინებლად გამოიძინოს,
წაითამაშოს ჰამლეტის როლი,
ვერც იქ იხილოს ტავისი ტოლი,
ჩამოაფაროს სცენაზე ფარდა,
მხოლოდ იმიტომ რომ ვინმეს ჰგავდა,
მეგობარს ზურგში ჩაარტყას დანა,
შეძლებს კი ვინმე ჩემსავით განა?
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 110
წვიმის წვეთები..
თვალზე ცრემლები..
ისევ მიყვარხარ..♥
შენ დამივიწყე..
მე ვე გშორდები..
წყნარი მუსიკა..
ნაზი აკორდით..
შენთვის მინდოდა
ეს ყველაფერი..
წახვედი ისე, არც კი მაკოცე..
ჩუმად მიდიხარ..
ისევ მშორდები..
წვიმის წვეთებით
გზაში სველდები..
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 65
შენზე ფიქრი და ლექსების წერა,
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ცოდვაში ჩამეთვალოს თუ მეტი ვინატრო,
ბოროტად შემრაცხონ ერთხმად,
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 56
ვეღარ ვჩერდები, სულს ვეურჩები
თითქოს ცხოვრებას შორს განვუდგები,
წამებს გავდივარ სულის ფიქრებში
შორს გავიჭრები ზეცის ღრუბლებში...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 729
რაც უფრო იზრდები
უფრო ყარს ცხოვრება
რაც უღრმავდები
უფრო ყროლდები
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 469
•ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია,
ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია,
აფეთქდება? ტყვიასავით მალია,
მინელდება? ჩაგებული ხმალია.
ქალი ღმერთის უცნაური ქნარია,
ხან ნისლია, ხან ხილული ქარია,
თუ გაუღე მას ბოლომდე კარია
წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია.
ქალმა თუკი განდო გულის ნამალი,
ვერ გაგკურნავს შენ ვერცერთი წამალი,
გადალახო....ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ტრამალი,
ტყუილ სძებნო შენ იქ სხვა სამალავი.
ქალი? ქალი ტკბილი და ცხარეა,
ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ დილის ცვარია.
ერთ დღეს ხედავ მისხლტის ვერცხლის წყალია,
მეორე დღეს გელოდება წყნარია....
რადგან ქალი ბოლოს მაინც ქალია
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 672
ცაში აფრენილს მერე დაცემულს,
რატომ დამდევენ მუდამ ნისლები
რისთვის შემიპყრო მსგავსმა ფიქრებმა
მხოლოდ შენ ერთი,ვიცი მიხვდები.
იქნებ დავიწყე სიკვდილზე ფიქრი,
იქნებ ახლოა სიკვდილი ჩემთან
ალბათ ცხოვრების ბედკრულმა ბინდმა
ჩამომიქროლა მე ახლოს დინჯად.
მაგრამ იცოდე არ შევშინდები
შენთვის ვიცოცხლებ იცოდე მუდამ
ბედნიერი ვარ მე შენ რომ მყავხარ
და შენ სიყვარულს ვატარებ მუდამ.
მე უშენობას როგორ უძლებდი
მე უშენობამ მანახა სევდა
არ არსებობდა ჩემთვის არავინ
ისე შემიპყრო სიკვდილზე ფიქრმა.
ცაში აფრენილს მერე დაცემულს
რატომ დამდევენ მუდამ ნისლები
რისთვის შემიპყრო მსგავსმა ფიქრებმა
მხოლოდ შენ ერთი,ვიცი მიხვდები.....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 172
მიყვარხარ,როგორც წმინდანებს უყვართ ღმერთი
ჩემს სულში დაგიდგი ყველაზე დიდი კერპი
გიწამეთ მხოლოდ შენ,სამშობლო,დედა და იესო
ხალხი აღშფოთდა მოკვდავი როგორ ატარებს
ასეთ სიყვარულს ძლიერსო
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 2822
რაღაც ყოველთვის პირველდ ხდება ცხოვრებაში,პირველად და უკანასკნელად.ყოველ ჯერზე მიყვარს პირველად და უკანასკნელად,განსხვავებულად და განსაკუთრებით.დღეს შენ მიყვარხარ და არ ვიცი ეს რისი ბრალია.შემიყვარდი მოულოდნელად და ძლიერად,ჰაერი შენი სიყვარულით გავჟღინთე და ეხლა შენს სიყვარულს ვსუნთქავ.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 789
შენი წერილის ლოდინში,
მე ვკლავ უაზროდ წუთებს,
უკვე საათიც გავიდა
და მე გავცქერი ქუჩებს,
ტელეფონი კი ისევ დუმს,
შენ არც იწუხებ თავს,
ერთი წერილი რა გახდა
გამოატანო ქარს
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 313