მთავარი გვერდი
ლექსები
ლიტერატურა
სტატუსები
საბავშვო


კატეგორია: საახალწლო ლექსები, ლექსები, ლექსი
 (ხმები: 59)
Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები


ახალი წელი ყოველთვის მხიარულ და ბედნიერ გარემოსთან არის დაკავშრებული, ამ დრეებში ყველა ცდილობს გაიღიმოს , გამოირჩეოდეს რამით. თქვენს პატარებს კი შეუძლიათ იმით გამოირჩეოდნენ რომ საახალწლო ლექსები იცოდნენ:) ლექსები ახალ წელზე და თოვლზე







***


თოვლი მოსულა
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია –
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.
წკრიალებს გული!
ჭრიალებს თოვლი
ბუხრებმა კვამლი
ლაჟვარდს მოჰფინეს:
ხარ-ირმებს ჰგვანან
ბუხრები შორით,
სერზე შემდგრებს და
რქადატოტვილებს.
და პირველ თოვლში
პირველი ციგა
პირველ გუნდებთან
ბრძოლით მოცურავს.
გამოდით გარეთ,
გამოდით გარეთ,
თოვლი მოსულა!
თოვლი მოსულა!
მტკაველი რაა,
ერთი მტკაველი,
მტკაველიც არსად
დაუტოვია –
დაუთოვია
ირგვლივ მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.



საახალწლო
***



რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის…
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.



თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი
***


იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი,
კიდევ ერთხელ მღერის გული:
მოდის, მოდის გაზაფხული!
მოდის, მოდის გაზაფხული,
თებერვალი სტვენს და ბერავს,
ხეებს, ხელით გაწაფულით,
მარტი, კაბას შეუკერავს.
ზოგან წითელ, ზოგან ყვითელ,
ზოგან კიდევ ალისფერად _
გააღვიძებს მძინარ კვირტებს
ვენახში თუ ჭალისპირად.
იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი,
კიდევ ერთხელ მღერის გული:
გაზაფხული, გაზაფხული!
გაცოცხლდება დღეს თუ ხვალე
ნაბუდარი ძველისძველი,
თავს ჩიორა დასტრიალებს,
უკვე ჩადგა საძირკველი.
უკვე მოჩანს ბალავარი
მოჭიკჭიკე ჩიტის ბუდის,
პაწაწინა გალავანით,
ვით ქართული ბიჭის ქუდი.
იხურება ზამთრის კარი,
გაზაფხულის დაჰქრის ქარი...
კიდევ ერთხელ მღერის გული:
მოდის, მოდის გაზაფხული!




ნაძვის ხე
****

კოხტად მორთული ნაძვის ხე
ცეცხლის ბურთივით კრიალებს,
აქეთ მზის თვალი გამოკრთის,
იქით ვარსკვლავი ბრჭყვიალებს.


შემოხვევიან ცელქები
ყიჟინით, ჟრიამულითა
და გარს უვლიან ნაძვის ხეს
სიცილით, სიხარულითა.



Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები




გადმოიწერე : Saaxalwlo Leqsebi / საახალწლო ლექსები


ტეგები: საახალწლო, saaxalwlo, leqsebi, ლექსები, axal welze, ახალ წელზე, თოვლზე

კომენტარები: 0 | წაკითხვა: 15676 | დამატებულია: 21-12-2011, 23:21
გაზიარება
საიტის ნავიგაცია
ლექსები
მწერლები/პოეტები
სტატუსები
პოეზია
ჩანახატები
მოთხრობები
პოემები
სადღეგრძელოები
სიყვარული
გამოკითხვა


გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სქესი

ქალი
კაცი

 
ტოპ მწერლები
 
REMARQUE 19 ნოემბერი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 118
კომენტარები: 4

Danke 19 დეკემბერი 2011
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 96
კომენტარები: 14

kesane 19 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 57
კომენტარები: 0

karichaisdze 15 თებერვალი 2013
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 29
კომენტარები: 0

damiria 8 თებერვალი 2014
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 23
კომენტარები: 0

irinola 4 ივნისი 2012
skype: -არარი მითითებული-
სიახლეები: 21
კომენტარები: 14
რეკლამა

პოპულალური სიახლეები
კალენდარი
«    ივლისი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
მოიწონეთ გვერდი
ბოლოს ეძებდნენ

File engine/modules/searchcloud1.php not found.

სასარგებლო ბმულები
СТИХИ
Accommodation Tbilisi
DAIKIDE.NET
Tbilisi Appartments
MYTOP.GE
Tbilisi Rent
RAGBI.GE
სასიყვარულო საიტი
HOROSKOPI
ბინები დღიურად
Qartulad Natargmni Filmebi
STATUSEBI.NET
ლექსები სიყვარულზე
IHOW.GE
PRogramebi
MOVIES
Livescore
Leqsebi
massmedia.ge
Sprinter Game
ფილმები ქართულად
Live-Fc.net
Georesults.in
Rustavi 2
Statusebi
Fc Zestafoni Fun Club
Der.Ge - შენი გასართობი პორტალი
Binebi Dgiurad
ქართულად გახმოვანებული

მნიშვნელოვანი ტეგები:


..., :), anuki, bero95, damiri, deda, jokonda, lamazi, leksebi, leksi, leqsebi, leqsi, misaloci, miyvarxar, poezia, rambler, siyvaruli, siyvarulze, statusebi, ავტორი:ნანა სადღობელაშვილი, გაზაფხული, გრძნობა, და, დედა, ემოცია, ირინოლა(ირინა ხურციძე), ლამაზი, ლექსები, ლექსი, მისალოცი, მიყვარხარ, მიშო დადიანი, მოთხრობები, ნანა სადღობელაშვილი, ნოველა, ოცნება, პოეზია, სიყვარულზე, სიყვარული, სტატუსები

ყველა ტეგის ჩვენება

არქივი:


ივნისი 2014 (1)
აპრილი 2014 (13)
მარტი 2014 (29)
თებერვალი 2014 (26)
იანვარი 2014 (30)
დეკემბერი 2013 (45)