ლექსი სიყვარულზე
არ გაპატიებ უგულო სიტყვებს,
არ გაპატიებ გრძნობას დაკარგულს,
არ გაპატიებ თვალზე მორეულ
უეცარ ცრემლებს,ხელით დაფარულს,
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 658
აქ შენი ოცნება დიდი მითია
აქ შენი ფიქრები შენი გიდია
შენი ნათქვამი ყველას კიდია
შენი პასუხი მათთვის ხიდია
ბოღმის ძახილი შენშიც დიდია
ამბობ რომ შენზე ნეტავ რითია
აქ შენი ფიქრები შენი გიდია
აქ შენი ოცნება დიდი მითია
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 861
გავედი სახლიდან მივყვები გზას,ვიცი რომ წავალ ძალიან შორს
და თუკი ცაზე იქნება მზე,ფიქრის და ოცნების მექნება დრო
ხიდის ბოლოსთან ცხედავ მათხოვარს,წამოწოლილა იქვე ეულად
როცა ნიავი თუემე დაქროდა ქამხდარა იგი სნეულად
ვზივარ და ვფიქრობ ისევ უსაქმურად ჩემთან ხომ სითბოა სახლში
ისკიდევ დადის ღამეებს ათნებს,საჭმელს თუ ეძებს გზაში
მინდა დავეხმარო ვაჩუქო რამე,გავუქრო გულში წუხილი
იდუმალი ხმა ჩამძახის ისევ,როგორც ზევიდან ქუხილი
შენი წუხილი დამალე,როცა მას ასე უჭირს
იგიც ღვთის გაჩენილია,ანგელოზია უფლის
შენ გაჭირვება შენი არ შეადარო მისას
და მისთვის დახმარება,ხვთაება დახმარებას ნიშნავს.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 191
არ ვარ ანგელოზი მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე
რადგან მაქვს მიზეზად ამის თქმის უფლება
სიცოცხლეს სიბოროტე უეცრად ეცა
მინდა ვინატრო უღრუბლო ზეცა
ვიცი არავარ ისეთი წმინდა
ალბათ სიკვდილი მაშინ მოგინდა
ისევ დუმილი ისევ წუხილი
ბოღმის ძახილით გულში ქუხილი
სიცოცხლე წმინდა უეცრად გაქრა
სანთელი რწმენის ჩაიწვა გაქრა
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 720
***
შენდამი ტრფობას, შენდამი გრძნობას
შენდამი ლტოლვას არა აქვს საზღვარი
წახვედი დამტოვე
ბედის ანაბარა მიმატოვე
შენი ფიქრები თავს არ სცილდებოდა
შენზე ფიქრები ჰორიზონტს სცილდებოდა
ჩვენზე აგებული ოცნების კოშკები
ერი-მეორეს მიყოლებოთ ინგრეოდა
...გულში იმედს ვიტოვებდი,
რომ ერთ მშვენიერ დღეს
ერთად ვიქნებოდით...
მაგრამ ეს იმედი უკვალოდ გაქრა
სადგაც ეს იმედი უგულოდ ჩაკვდა,
და აი ასე უიმედოდ, გულნატკენი მეც დავრჩი ობლად..!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 209
რა მიწერია ეს მე არ ვიცი
ფიცხ სტრიქონებით ზეცას შევბღავი,
გაცისკროვნებით,პატიოსნებით კაი-კაცობის
არა შებღალვით.
რას დავწერ ახლა,არც ეგ არვიცი...
მაგრამ ეს ვიცი!არის ნათლული;
ვაჟა ფშაველა,გურამიშვილის,რუსთაველისა
სულის ქართულის.
რას დავწრ მერე,არ ვიცი არა...
დავწერ ქართულად ეს ვიცი მხოლოდ,
ბედნიერების,თავისუფლების,დიდ სიყვარულის
ბოლოს და ბოლოს.
ავტორი;მ.კარიჭაშვილი
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 142
შენი ამინდია.
შენი ამინდია, ჩუმი, წვიმიანი,
ოდნავ მოღრუბლული, ცოტა ბრაზიანი,
შენი ამინდია შენი ხასიათის,
შენი თვალების და მაგ განთიადის.
სულის სიყმაწვილე რომ გაგთელია,
როგორ ბრაზიანობ მაშინ შენ ყმაწვილო
შენი ამინდია შენი ხასიათის,
მაგ თმებს რომ გისველებს ეგ უნამუსო,
შენი ამინდია და მე მაგ ამინდში,
ჩემი ხასიათი რამდენჯერ დამისვრია,
შენი ამინდია ყმაწვილო ქალო,
და ეგ სიყმაწვილე ლამაზად განგიცდია.
გურამ თოდაძე
აუცილებელია სურათის ლინკის ჩაწერა . მოიძიეთ გუგლში შესაბამისი სურათი , გახსენით სრულად და მაუსის მარჯვენა ღილაკით დააკოპირეთ ლინკი
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 215
ლამაზად ჩამოთბა.
ლამაზად ჩამოთბა, შენი ცხოვრების მშვიდ სამკვიდროში,
ლამაზად გამოჩნდა შენი სარკმელის თეთრი ფარდები.
ლამაზად აინთო მაგ თვალების სუსტი თანხმებით,
მშვიდად დაიწყო შენი გრძნობების ნაზი სათქმელი.
ლამაზად ჩამოთბა შენი გრძნობების სამოსახლოში,
სრულად გამოთბა და გააკრთო სიჩუმის არსი,
მერე დაატკბო და აუსრულა გულს სატრფიალო,
და სილამაზის დაეწაფა სალხინებელი,
ლამაზად გამოჩნდა შენი სარკმელის თეთრი ფარდები,
სამშვენელს გიმშვენებს მაგ სხეულზე ნაზი ფარჩები,
შენი სიმშვიდის სამოსახლოში სასიამოვნოდ,
ვხედავ ბუნების გაცოცხლებას სასიყვარულოდ,
გურამი თოდაძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 77
სავსე მთვარეზე.
ჩემი ოცნება ფრთებს შეისხავს დაკარგულ ცაზე,
შემოვიზღუდავ ჩემი გრძნობების მღვრიე საფიქრალს,
სემირამიდას სავსე მთვარეს დავენახვები,
და სიყვარულის ქარიშხალი აანთებს მაგ ცეცხლს,
სუნთქვა შეკრული როგორც ამბიონს სამუსაიფოდ,
დავეწაფები ანთებულ ბაგეს ცხელი წყურვილით,
ავსებულ თვალებს სასიამოვნოდ დავიმეგობრებ,
და უთენია ალიონზე დაგეწაფები.
გურამი თოდაძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 253
სიცოცხლე მოგაქვს.
სიცოცხლე მოგაქვს, შენი თვალებით, შენი ღიმილით,
გაზაფხულს გავხარ, იმ აფეთქებულ ატმის კვირტიდან,
შენი სურნელის თაბრუსხვევა ხარ, გულს გასაფრენი,
დაგისაკუთრებ თან შენს სიმშვიდეს ვეალერსები,
გაგიმაისებ და შენ მიმშვიდე ჩემი გრძნობები,
სიცოცხლე მოგაქვს და თუ დაგჭირდა შენვე წამართმევ,
შენი სიმშვიდით გააზრებული აღმაფრენა ხარ,
ჩემი გრძნობების თაბრუსხვევა ხარ, სიცოცხლე მოგაქვს.
გურამ თოდაძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 257
გათოვდა წუხელ...
გათოვდა ვარდისფრად,
იმ ატმის ტოტიდან
შენი ფურცლები,
მათოვდა წითლად,
მაგ ტუჩების
დანაპირები,
გათოვდა თეთრად,
თეთრი ლერწმის,
წელიწად გაშლილს,
გადამიმეტე გადაგიშლი,
ჩემ გულის მოთქმას,
ოღონდ დამპირდი,
შენი თვალების ცქეას
ნუღარ დამიშლი,
სასიყვარულოდ გაგიმეტე,
სასიხარულოდ,
ოღონდ დამპირდი,
რომ არ დამიშლი
მაგ თვალთა ცქერას.
გათოვდა წუხელ,
და შენს ნახვას ჩემო,
ნუღარ დამიშლი.
გურამი თოდაძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 241
ასი წლის შემდეგ.
თავს რომ გადაწევ გვერდზე,
დაელოდები თითქოს ჩემ სუნთქვას,
დაელოდები და უსასრულოდ,
მერე სუნთქავ და მერე სუნთქავ,
სუნთქავ ჩემს ჟანგბადს,
ჩემს ღიმილს ჩემს გულს,
ამოისუნთქავ და მერე ყოველი,
შენი ჩასუნთქვა ისევ ჩემია,
შენი თვალების ეგ ღიმილები,
შენი ბაგენის ჩურჩული ჩუმი,
შენი თვალების ეგ წამწამები,
ჩემი გული კი განაწამები,
თავს რომ გადაწევ და ელოდები,
ჩემი ბაგენის ამ ამოსუნთქვას.
სრულად დაგლევ და სრულად გამოგცლი,
როგორც ბადაგი დაწურულს ველზე,
ერთი დღე მაქვს და ერთი ღამე,
ან სულაც კიდევ ასი ათასი,
მაგრამ სიცოცხლე ერთი მაქვს მხოლოდ,
და მე უშენოდ არამაქვს ფასი...
გურამი თოდაძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 242
Bosha / ბოშა.
აიბარგეო, დრო მეუბნება,
განა ბოშა ვარ ვიხეტიალო,
მხოლოდ ფიქრებით დავდივარ შენთან,
ნაღველს ვერ ვიკლავ ამ სატიალოს.
აიბარგეო დრო მეუბნება,
განა ერთი დღით დავიდე ბინა,
ხომ არ ვაწუხებ შენს გულისწყრომას,
ვეალერსები საჭიროდ მინდა,
აიბარგეო დრო მეუბნება,
დრომ კი რა იცის როგორ მიყვარხარ,
რომ ავიბარგო ან სად წავიდე,
განა შევხვდები შენზე ვინმე კარგს.
აიბარგეო დრომ კიდევ მითხრა,
მე კი მინდა რომ ეგ დრო გავცვალო,
სული მოვითქვა და გამოვცალო,
შენი ბაგენის ეგ მათრობელა.
არ მეჩქარება და არსად ვჩქარობ,
მხოლოდ ფიქრებით დავდივარ შენთან,
დრომ კი იძახოს რამდენიც უნდა ,
აიბარგეო... არ მეჩქარება.
გურამ თოდაძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 233
ევა.
გავცვალოთ სითბო, ჩაგეხუტები მთელი გულით,
მერე მიხვდები იმ დროს,რომ ჩემი სხეულის შენ გაქვს ვალი,
მერე მიხვდები დღეის და ხვალის, რომ შენი ფიქრი ფიქრები ქალის,
გადადგავ ნაბიჯს, თუ არ გადადგავ, გაბრკოლებს თითქოს რაღაც უჩინო,
ქალი ხარ, ქალი... ამოუცნობი როგორც სამყარო როგორც დიდი ხე,
ზედ დახუნძლული ათასი დარდით,
შენ ხომ გულში გაქვს ყველა სევდა გადამალული,ცუდიც და კარგიც...
კარგის და კარგის ძებნაში, იქნებ შეგხვდა ვინმე ლამაზი, კაცი, მახინჯი სულის სხეულით.
მერე დარჩები ისევ შენს ფიქრებთან და ჩუმად აწონ-დაწონი თაბრუ დახვეული.
ქალი ხარ! ქალი, ჩემი ფიქრების მოუსვენარი,
სევდაც და დარდიც, ცუდიც და კარგიც,
დაჯდები მარტო ეული, ჩუმად შენს ფიქრებთან გამომწყვდეული,
და მერე ისევ იფიქრებ უზომო ფიქრით, მოუსვენარი შენი დარდებით.
ქალი ხარ! ქალი, მშვენიერი და უსასრულოდ ამოუცნობი,
და უსასრულო შენს ფიქრებთან მარტო მცხოვრები,
და შენს გულში არ გინდა თითქოს გამოყო ბინა,
ერთი ადგილის სადმე კუთხეში, რადგან არაგაქვს სხვა ადგილი ვინმე სხვისთვის.
არ გინდა? სითბო გავცვალოთ, ჩემი და შენი გულის,
მერე ერთი-ორი ჭიქა დავცალოთ, და ბევრი შევსვათ სიყვარულის.
არ გინდა? ეგ ვარსკვლავები ჩამოგიწყვიტო და გაჩუქო,
უნდა დავკრიფო, უნდა დავკრიფო ეგ ვარსკვლევები შენი სამყაროს,
მერე გავფანტო უნდა უაზროდ,სადმე წავიღო და გადავმალო.
რამდენი სევდაა! რამდენი ფიქრი მაგ ვარსკვლავებში.
ქალი ხარ! ქალი, ამოუცნობი ობიექტი გალაპაგოსის,
ფიქრობ და ამ ფიქრში გავიწყდება რომ გაქვს ვალი,
ადამის მოდგმის, ედემის ბაღის, ადამის ნეკნის,
სულის და გულის, მისი გამოთქმის.
ქალი ხარ! ქალი, ჩემი გულის და ჩემი ფიქრების მუდმივი სევდა, მუდმივი დარდი.
ამოუცნობი ამ სამყაროს შენ გაქვს ვალი,
ქალი ხარ! ქალი, ამოუხსნელი შენ ხარ ქალი.
გურამ თოდაძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 209
იყო და არა იყო რა...
თვალები გაახილე,
მინდა მოგიყვე ერთი ზღაპარი,
თითქოს იყო და არც იყო,
როგორც იყო და არა,
და არა იყო რაა,
იყო ლამაზი და სათნო,
იყო პატარა და კარგი,
იყო დარდი და სიტკბო,
იყო და არა იყო რა,
იყო ლამაზი გოგო,
ვარდი და მერე როგორი
როგორ უმზერდა სამყაროს,
როგორ უმზერდა საღამოს,
როგორ უყვარდა დარდს,
ვიღაც ყმაწვილის დარდს,
იყო და არა იყო რა,
იყო და მერე რაა?
არ უღიმოდა არავის,
არც იმ ბიჭს და არც მის დარდს,
არ ანაღვლებდა არავინ,
არც ის ბიჭი და სხვა.
თვითონ ხომ იყო ზღაპარი,
არც შენს და არც მის დარდს,
არ ანაღვლებდა არავინ,
არც ის და არც ვიღაც სხვა,
უბრალოდ იყო ზღაპარი,
იყო და არა იყო რაა.
გურამ თოდაძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 184