ასე მგონია ჩვენ ერთნი ვართ...შენ ნაწილი ჩემი...
თითქოს სარკეში ვუყურებდე მე ჩემს ხატებას.
დამეფიცება რომ მე შენში ვარ!!! ცოტათი მაინც...
ამით ვივსები ...ღამეში ველი ბრწყინვალე მზის ამონათებას..
ნუ გაგაოცებს ეს სტროფები, სულ შენ გეძღვნება.
შენ ხარ თაბახის ცარიელი თეთრი ფურცელი
მე კი მელანი სიყვარულის დაუშრობელი...
ვწერდე პოემას მხოლოდ შენთვის ვით რუსთაველი..
სულ მეფიქრები...დახატულო ჩემი ფიქრი ხარ...
ასე ადვილად და მარტივად ვამბობ ჩემს სათქმელს...
რაღაც დაიწყო... დასაბამი ნაპირებს ანგრევს...
ნეტავ გაგრძელდეს და ყოველივე ეს არ დამთავრდეს!!!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 567
ხელგაშვერილი ვითხოვ სიყვარულს სხვა არაფერი მაქვს სათხოვარი
ოღონდაც ჩქარა ვიდრე მიხბობენ ანგელოზები და მაცხოვარი
ჩქარა თუ არა მოდის სიბერე სიბერე თმაშ ვერცხლის მქსოველი
მე მიჯნური ვარ შენი თვალების და მოტრფეალე ყაყაჩოების
შენ არასოდეს არ ხარ უჩემოდ ჩემი აჩრდილი მუდამ თან გახლავს
თვალი გატყუებს არ დაუჯერო გულს დაუჯერე და დამინახავ
შენ არ ხარ ევა მაგრამ ხარ ქალი მაგრამ შენ თვალში ესეც ნაკლია
დაბადებიდან გაქვს ჩემი ვალი მე ხომ შენ გამო ნეკნი მაკლია
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 302
ერთხელ გოგონამ პატარამ
ფიქრი მაცდურად მასწავლა
ვივალდის ბახის მოცარტის
სკრიპკის ხმაურზე მანახა
ის იდუმალი ნოტები
წვიმის წვეთი რომ მალავდა
წყნარი მუსიკით გოგონამ
ცრემლი მეგობრად გახადა
სიყვარულს მისცა სასჯელი
გონების მტკიცე კარცერი
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 350
გამოძახილი::.
შენ თუ აგარ გიყვარვარ,,
და გამცვალე სხვაზე,
იცოდე რომ ლამაზო,,
არ გამოვა მასე,,
მე არ დავთმობ ,
შენს სიყვარულს,
და დაგხვდები გზაზე,
მოგიტაცებ ლამაზო,
სიყვარულს აგიხსნი ასე,,
ისე მაგრად მიყვარხარ,,
გადავირიეე ასეე,,,
დ,,წიკლაურიიი,,
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1176
შენი ტრფობით, როგორც ბავშვურ წლებში
კვლავ საოცრად ვემსგავსები ზღაპარს.
არ ვიცვლები მხოლოდ შენზე ფიქრში,
მე შენნაირ სხვას ვერავის ვნახავ.
ხვალაც ისევ დაუბერავს დარდი
და ვიქნები ხვალაც ისევ მთვრალი.
მოდი, სანამ გათენდება სხვა დღე,
რომ გინდა რომ არ მიხილო მკვდარი.
საშინელი გაზაფხული მოგყავს,
საოცარი იყო ზამთრის სუსხი.
მენატრება ყინვა მაგ თვალების
გათოვება და ზარები მწუხრის.
ყველაფერი, როგორც ბავშვურ წლებში
კვლავ საოცრად ემსგავსება ზღაპარს.
კიდევ ერთხელ მიყვარხართქო გეტყვი
და ვამთავრებ ამ უგულო თამაშს.
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1046
დავჯექ წერად, მე საწყალი, სიყვარულის ამბისა
ისევ მარტოდ გათენებულ ამ უმთვარო ღამისას.
ეხატება სუფთა ფურცელს ცრემლიანი მელანი,
მეც მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ნიკოლოზის მერანი..
ვწერ, უშენოდ, ჩემო სუთქვავ, მე სიცოცხლეც არ მინდა..
და ტაბიძის ლომურ წვერში იბინდება მთაწმინდა.
შენ ხარ ჩემი უკვდავება, შენ მიმრთელებ იარებს,
შენსკენ მკვდარი ოცდაერთი წელი გამოვიარე..
შენს საოცარ ღიმილს დავსდევ ვარსკვლავებში, მთვარეში,
ნეტავ მოვკდე, დამასახლა მაგ ღვინისფერ თვალებში..
მაპატიე რომ გავბედე შენთვის ხოტბა შემესხა.
ნეტავ ერთი შენნაირი ღმერთს ჩემთვისაც შეექმნა..
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 523
Siyvaruli - Monatreba / სიყვარული - მონატრება
მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა, გულზე ვგრძნობ მის თმებს.
ჩემს ეზოში ჩამაფრინა ბაბო იყვანს ყველს,
ჩემს ოთახში სიჩუმეა ვეღარ ახწევს მზე.
დედა ხელით ცომსა ზელავს, თან აყოლებს ცრემლს,
მისი ბაგე წარმოსთქვავენ და წყევლიან ბედს.
მამა ქვევრში ყურძენს წურავს გამიხსენებს მეც,
ჩემს მაგივრად ჩემი ძამა, თონეს უნთებს ცეცხლს.
ჩემ დაიკოს სილამაზე, აურეკლავს მზეს,
რამდენ რამეს დავკლებივარ, გაუვლიათ წლებს,
ქარმა თავი ქვევრში მიკრა მამა მასხავს წვენს,
დღეში სამჯერ ქვევრს ურევენ მადუღებენ მეც.
ვაზის ცრემლებს შევუერთდი, აღარავღვრი ცრემლს,
აქეთ-იქით გადმიღებენ მიწმენდავენ ფერს.
აღარა ვგრძნობ მარტოობას, სახლში ვიდგავ ფესვს,
ქვევრში ნაზად ჩამარწიეს, დამეფარნენ ზედ.
დროდადრო გამიხსენებენ, მანახებენ მზეს,
დოქდადოქ ჩამომასხავენ, მწრუპავენ ყურძნის წვენს.
ორ-ორ ჭიქაზე თვრებიან, ლოცავენ მაღლა ღმერთს,
რა მათრობელა შექმნილა ყურძენი ამა წელს.
მათ სულში შევუჭიკჭიკებ, წარსულის ვუხსნი გზებს,
ძველ სხეულს დავალოცინებ, ვახსენებ მწარე წლებს,
ჩემ საფლავს ამომივლიან ღვინის მასხავენ წვენს,
სულ ია-ვარდად ამოვალ მივეფიცხები მზეს.
წრედია ჩემი ცხოვრება, მეც მოვგზაურობ ზედ,
სიკვდილის არა მჯერა და, ვენდობი მხოლოდ ღმერთს.
რაც არა ნახოთ, შეეხოთ, მიგრძენით ყველგან მე,
დღეს ვიყავ ადამიანი ხვალ იქნებ ვიყო ხე?
სანამ ცულს დამკრავ მახსენე, პირჯვალი მსახე ზედ,
სანამ ბუხარში შემაგდებ ჯერ მიმიკარი მკერდს,
შევიგრძნო მშობლის სურნელი, მივუახლოვდე ღმერთს,
მერე კი ცეცხლში შემაგდე გაგითბობ ბებერ ძვლებს.
რომ გადავიქცე ნაცრადა, მაბნიე ხისა ფესვს,
ისევ ხის ხორცში შევალ და მივეფიცხები მზეს.
ასე მანამდე ვიბორგებ სანამ არ ვნახავ ღმერთს,
როცა მამა ღმერთს შევხვდები. მასთან დავრჩები მეც.....
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3657
აკრძალური სიყვარული
შენთან სიყვარულს მე მიშლის დედა
არ ემეტება გოგონა სენთვის
მაგრამ რა ვუყო ამ ჩემს სიყვარულს
და რა ვქნა ხალხო მიზეზად სევდის
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3030
ლილი ნუ ფიქრობ, გრძნობა გამითბე
ესეც ახალი ლექსი, ერთადერთ თაკოს.
ვიცი რთულია, რომ დაიჯერო
ჩემი რძნობა და ჩემი ფიქრი
მინდა ყველაფერი რომ აქ ავღწერო,
თუმცა სიტყვებით ვერაფერს ვიტყვი
შენ ჩემი არ გწამს, მე რა დავწერო,
სიტყვებს ხომ შენთვის ფასი არა აქვს
მაგრამ მე ჩემი მინდა ავღწერო,
ეს მონატრება სიყვარულს ხატავს
მინდა რომ მენდო, გჯეროდეს ჩემი,
ჩემი გრძნობები ტყუილს არ ჰგვანან
იქნებ ეცადო გაიგო ჩემიც,
მე ხომ სიცოცხლე არა მაქვს მარად.
რაც დამრჩენია ეს მომავალი,
მინდა მოგიძღვნა სიცოცხლე მარად.
გთხოვ დაივიწყე წარსული წამით,
უშენობა ხომ სიხარულს ჩაგრავს.
გაგრძელება სრულიად-ში......
ალექსანდრე თავხელიძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 3058
ეძღვნება ჩემგან თაკოს...... წაიკითხეთ არ ინანებთ.
იცი? თაკო შენ როცა შეგხვდი,
გონება დამებნა, წამებიც გაქრა.
მე არ ვფიქრობდი შენნაირ ქალზე
შენმა ნახვამ კი სულით დამცა.
არ ვცდილობ ვიყო რომანტიკოსი,
არც ჩემს გრძნობას არ მოგახვევ თავზე.
უბრალოდ მინდა იცოდე ფიქრირი
რომელიც არასდროს სიცოცხლეს არ წყვეტს.
ეს ფიქრი თაკო შენი სულია,
ჩემში ტრიალებს სიცოცხლით მავსებს.
არ მინდა ყოფნა უშენოდ წამით,
თუმცა ცხოვრება სხვა რამეს მაძლევს.
გაგრძელება სრულიადში.....
ალექსანდრე თავხელიძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1651
მე არ გაგათბობ ჩემი ფერებით და არც არასოდეს არ შეგეხები,
ვერც გულს დაიპყრობ შენი ქცევებით და არც ის იპიქრო: შემეფერები.
არ იოცნებო ჩემს შეხებაზე, ჩემს ნაზ ალერსზე, ჩემს ნაზ კოცნაზე,
ამ ქვეყანაზე ერთს ვეფერები და მასვე ვჩუქნი ჩემს თავს კვდომამდე.
იცი? ვინ არის ის ერთი ჩემთვის? ჩემთვის ის არის ცხოვრების ხედი,
ის მე მეხება თავისი მზერით და მაგრძნობინებს მის თავს ჩემს გვერდით.
საკმარისია რომ გამომხედოს, საკმარისია ერთი შემეხოს,
იმ წამს თავს ვიგრძნობ სამოთხის კართან და მაშინ ვცდილობ რომ წამი შევიგრძნო,
სიცოცხლით დავტკბე, ცხოვრება შევივსო....
კომენტარები არ დაიშუროთ.....
ალექსანდრე თავხელიძე
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 1930
ზარი აწკრიალდა.აი პირველი კლასი,დღეს პირველ გაკვეთილს იწყებს.როგორ უხარიათ არა?ანდრეამ დედა ორი სათით ადრე გააღვიძა არ დამაგვიანდესო.მასწავლებელმა რა თქმა უნდა ბავშვები გოგო-ბიჭად დასვა.ანდრეა და ერთი ქერათმიანი , ცისფერთვალება გოგო ერთად მოხვდნენ.მარიამი მუდამ წყნარი და მორიდებული იყო.ასე განვლო თერთმეტმა წელმა,ანდრეა და მარიმის...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 4414
Sadgegrdzeloebi Leqsad / სადღეგრძელოები ლექსად
ქართულ სუფრაზე ლექსად თქმული სადრეგრძელოები ძალიან დიდ ეფექტს ახდენს სუფრის წევრებზე, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე სადღეგრძელოს ლექსად...
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 24550
ჩვენი მეგობრობა ჩვენი სიყვარული
ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,
ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,
ჩვენი მეგობრული სიყვარული,
სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,
ჩვენი მხიარული სახეები
არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,
ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,
მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.
გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,
სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,
ცხოვრების მკაცრი კანონები,
ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,
ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,
მისი მორჩილები ვყოფილიყოთ!!!
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 5034
Warsuli Siyvaruli / წარსული სიყვარული
არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..
......
კომენტარები: 0 | წაკითხვა: 5096